ზუგდიდში, დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმების ეზოში, საახალწლო კონცერტი გაიმართა, სადაც ადგილობრივი ანსამბლები, ბენდები და ცალკეული ვოკალისტები მონაწილეობდნენ. კონცერტს სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ასევე, სამხარეო ადმინისტრაციისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
“გილოცავთ ახალ, 2019 წელს! მშვიდობის, სიკეთისა და კეთილდღეობის მომტანი ყოფილიყოს თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის. განსაკუთრებულად მინდა მივულოცო აფხაზეთში მცხოვრებ, ასევე, ჩვენი რეგიონიდან ემიგრაციაში მყოფ თანამოქალაქეებს. მჯერა, რომ 2019 წელს მრავალი სასიკეთო სიახლე გველის და ამ პროცესში თითოეული მოქალაქის როლი უმნიშვნელოვანესია. მჯერა, რომ ხელისუფლებისა და მოსახლეობის ურთიერთნდობით, შრომისმოყვარეობითა და ურთიერთპატივისცემით ჩვენ უკეთეს მომავალს შევქმნით” – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.