ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებმა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

09/04/2016

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებმა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალური დაფა თაიგულით შეამკეს. დაღუპულთა სულის მოსახსენიებლად პარაკლისი აღევლინა, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელებმა კი პატრიოტულ თემაზე ლექსები წაიკითხეს.
1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რის შედეგადაც 21 უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. 1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად ორი წლისთავზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო. ამდენად, 9 აპრილი საქართველოსა და ქართველი ხალხისათვის ერთდროულად არის ცრემლისა და სიხარულის დღე, ჩვენი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ფურცელი.
9 აპრილის დაღუპულთა ხსოვნას სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0