ზუგდიდის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

25/12/2019

ზუგდიდის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. ნაძვის ხის ანთების ცერემონიალს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, მოადგილეებთან და ზუგდიდის მერთან გიორგი შენგელიასთან ერთად დაესწრო. ზუსტად 20 საათზე ზუგდიდის მთავარი ნაძვის ხე სახელმწიფო რწმუნებულმა და ქალაქის მერმა პატარებთან ერთად აანთეს და შეკრებილ მოქალაქეებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს. ნაძვის ხის ანთებას წინ დრამერების შოუ უძღოდა, რომელიც თავისუფლების მოედნიდან დაიწყო და მთავარ ნაძვის ხესთან დასრულდა. ნაძვის ხესთან მოწყობილ სცენასთან გაიმართა სპექტაკლი ანიმატორების მონაწილეობით და საბავშვო კონცერტი. ზუგდიდში ნაძვის ხის ანთების ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0