ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, თხილის პლანტაციის მავნე მწერებისგან და მოსავლის განადგურებისაგან დაცვის მიზნით, შესაწმლი აპარატები შეიძინა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში თხილის მავნე მწერების მომრავლებამ ადგილობრივ მოსახლეობას მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. შემცირდა თხილის მოსავალი. ადგილობრივები მავნე მწერებთან გამკლავებას საკუთარი ძალებით ვერ ახერხებდნენ.
80 ერთეული მაღალწნევიანი ასაკიდი ზურგჩანთა და 39 ერთეული მობილური ხელით გადასაადგილებელი მაღალწნევიანი შესაწამლი აპარატი დღეს, გამგებლის წარმომადგენლებს გადაეცათ. ადგილობრივებს უსასყიდლოდ შეუძლიათ შესაწამლი აპარატები საკუთარ პლანტაციებში თავად გამოიყენონ.