ზოდიაქოს სამი ყველაზე მოხერხებული ნიშანი

17/06/2016

მოხერხებულობასა და გამჭრიახობაზე ადამიანის ბუნებაში ხშირად ზოდიაქოს ნიშანიც ახდენს გავლენას. ამიტომაც არსებობენ ადამიანები, ვისაც თანდაყოლილი მოქნილობა გააჩნიათ რთულ სიტუაციებში თავის დასაძვრენად.

ტყუპი – მისი ნიჭი მოლაპარაკების უნარში მდგომარეობს. ტყუპს შეუძლია ნებისმიერი სირთულის მოლაპარაკებას გაართვას თავი ისე, რომ არც მწვადი დაწვას, არც შამფური. ამ ადამიანებზე ამბობენ ზუსტად “სიტყვისთვის ჯიბეში ნამდვილად არ ჩაიყოფს ხელსო”.

ქალწული – გონიერი, წვრილმანებზე ორიენტირებული და დაკვირვებული ტიპია. ამიტომ ხშირად იმაზე მეტს ამჩნევს ვიდრე სხვები აფიქსირებენ. ჰოდა, ამ დასკვნებს ჩვენი ქალწული შემდგომ სათავისოდ იყენებს ოსტატურად.

მშვილოდოსანი– მისი “კოზირი” დემაგოგიის გასაოცარი უნარია. მშვილდოსანი ფლობს სხვების დარწმუნების და ორატორულ შესაძლებლობებს, რომლის ხარჯზეც იგი ნებისმიერს დააჯერებს, რომ “შავი თეთრია, თეთრი კი შავი”. ამასთან ერთად, თავად მშვილდოსანსაც საკუთარ ნათქვამში ეჭვი არასოდეს შეეპარება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0