ევროპარლამენტარები ლენინურ-სტალინური თვისებების მქონე დეზინფორმატორებს არ უნდა აყვნენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ განუცხადა, რითაც პარლამენტის სპიკერის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, უშუალოდ მათ გუნდში ლენინელები და სტალინელები არ ეგულება.
”ზოგი ”ნორჩებს” გვიწოდებს, ზოგი ”ხანშიშესულებს”. არ ვიცი – ლენინელები და სტალინელები ჩვენთან არ მეგულება. გეოპოლიტიკური მდგომარეობა საქართველოსთვის არის საგანგებო მნიშვნელობის, სატრანზიტო და საპორტო სისტემების განვითარებისთვის და ა.შ თუმცა მეორე მხრივ, რასაკვირველია, ნეგატიური ყურადღებაც ამ მიმართულებით გაცილებით მეტია. ე.წ. რბილი ძალა გააქტიურდა, საგანგებო მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ევროპარლამენტარები იყვნენ მობილიზებულნი, ღრმად ჩაიხედონ პროცესებში და მართლაც ლენინურ-სტალინური თვისებების მქონე დეზინფორმატორებს არ აყვნენ. გეოპოლიტიკური მნიშვნელობის კონტურები უკვე გამოიკვეთა და ახლა საგანგებო ბრძოლის პერიოდში ვართ,“ -განაცხადა ვოლსკიმ.