ზოგიერთ პოლიტიკურ პირს არ აქვს იმის კომპლექსური განცდა, საქართველო რა პროცესში იმყოფება

08/08/2016

მე ვფიქრობ, ზოგიერთ პოლიტიკურ პირს არ აქვს საერთო კომპლექსური განცდა იმისა, საქართველო დღეს რა პროცესში იმყოფება, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მეორე მოადგილის, მეთიუ ბრაიზას განცხადებას უპასუხა, რომელიც აცხადებს, რომ ნატოსკენ და დასავლეთისკენ საქართველოს სწრაფვის ინტენსიურობა შემცირდა. ირაკლი სესიაშვილმა ჩამოთვალა ის მიმართულებები, სადაც პროგრესია დაფიქსირებული.

”ეს არის ასოცირების შეთანხმება, ეს არის ვიზალიბერალიზაციის პროცესი, ეს არის ნატოსთან ძალიან ინტენსიური ურთიერთობა, რომლის ფარგლებში გვაქვს ძალიან სერიოზული გადაწყვეტილებები, მათ შორის უელსის სამიტის გადაწყვეტილება. მთელი რიგი მიმართულებებით ჩვენ ვართ დღეს ყველაზე მაღალ ეტაპზე ურთიერთობის ინტენსივობის კუთხით. ვინც ამას ვერ ხედავს, ალბათ გარკვეული პირადი ან პოლიტიკური ინტერესები გააჩნიათ. მე შემიძლია ის გითხრათ, რასაც გვეუბნება ნატო, რასაც გვეუბნებიან ნატო-ს წევრი ქვეყნები, რომ საქართველო დღეს ყველაზე ინტენსიურ პროცესში იმყოფება ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე. ჩვენ მიზანთან გაცილებით ახლოს ვართ, ვიდრე აქამდე ვყოფილვართ, თუმცა ყველაფერ ამას სჭირდება მუშაობა, შესაბამისი საერთაშორისო პოლიტიკური მოცემულობაც, რაც შეიძლება პირდაპირ ჩვენზე არ იყოს დამოკიდებული”, -განაცხადა სესიაშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყნები, რომელთაც აქვთ MAP, ქვეყნები, რომლებიც ხდებიან ნატო-ს წევრები, რიგ შემთხვევებში საქართველოს მათზე უკეთესი მდგმარეობა აქვს რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მეორე მოადგილემ, მეთიუ ბრაიზამ ”ამერიკის ხმის” ქართული რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ნატოსკენ და დასავლეთისკენ საქართველოს სწრაფვის ინტენსიურობა შემცირდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0