ზოგიერთი ოპოზიციური პარტია და ექსპერტი “გაზპრომთან” დაკავშირებით აჟიოტაჟის ატეხვას ცდილობს

14/01/2016

ზოგიერთი ოპოზიციური პარტია და ექსპერტი “გაზპრომთან” დაკავშირებით აჟიოტაჟის ატეხვას და ჭიქაში ქარიშხლის დატრიალებს ცდილობს, – ამის შესახებ   საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისივე თქმით, “გაზპრომთან” ხელშეკრულება არსებობს მრავალი წელია, რომლის მიხედვითაც საქართველო გაზს იღებს მისგან.
“გაზპრომთან” დაკავშირებით აჟიოტაჟის ატეხვას და ჭიქაში ქარიშხლის დატრიალებს ცდილობს ზოგიერთი ოპოზიციური პარტია და ზოგიერთი ექსპერტი. ჩვეულებრივად, “გაზპრომთან” ხელშეკრულებები გვაქვს მრავალი წელია და ვიღებთ გაზს. როდესაც არის დეფიციტი, ეს დეფიციტი საიდანმე უნდა დაიფაროს. ნაწილში შეიძლება აზერბაიჯანმა გაზარდოს მოწოდება, ნაწილი შეიძლება დაიფაროს “გაზპრომიდან”. ნურავინ იტყვის იმას, რომ გაზის მოწოდების ფასს მნიშვნელობა არ აქვს”, – განაცხადა სუბარმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0