იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამებრიძე და პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, საერთაშორისო ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“-ის საქართველოს მისიის დირექტორს დიონ ბატერსბს, პროგრამების ხელმძღვანელს თინათინ ჯაფარიძესა და ოპერაციების ხელმძღვანელს გია დოლბაიას შეხვდნენ. მხარეებმა „ფიფლ ინ ნიდ“-ის მიერ იმერეთში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები მიმოიხილეს, ასევე ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე.
ამ ეტაპზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ევროკავშირის დაფინანსებით პროექტი „წყალტუბოს განვითარების ჯგუფი“ ხორციელდება. მისი მიზანია ხელი შეუწყოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფლის ინტეგრირებულ, მდგრად და მონაწილეობით განვითარებას LEADER მიდგომის დანერგვის გზით, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სოფლის მოსახლეობის დასაქმებას, ეკონომიკის განვითარებას, თემის გაძლიერებას და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. გარდა ამისა, „ფიფლ ინ ნიდ“ – ი იმერეთში ახორციელებს მეფუტკრეობის განვითარების პროექტს, რომელიც ხელს უწყობს მცირე და დამწყებ მეფუტკრეებს განივითარონ საკუთარი უნარები მეფუტკრეობაში და გაზარდონ ფუტკრის პროდუქტების წარმოება და ხარისხი. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, როგორც „ფიფლ ინ ნიდ“ – თან, ასევე რეგიონში მომუშავე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიურად თანამშრომლობს.
ზვიად შალამებრიძე „ფიფლ ინ ნიდ“ – ის წარმომადგენლებს შეხვდა
12/03/2020