ზვიად შალამბერიძე შესრულებული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა

29/11/2019

სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე შესრულებული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა. შალამბერიძემ მოადგილე ბესიკ გოფოძესთან ერთად მიმდინარე პროექტები დაათვალიერა.
ამასთან, სახელმწიფო რწმუნებულმა ხარაგაულის მერთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან და წევრებთან ერთად 2020 წლის ბიუჯეტის პარამეტრებზე იმსჯელა. 2020 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის გარდა, დაგეგმილია სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე დაგეგმილია ბაღების და საჯარო სკოლების რეაბილიტაცია, გარემონტდება ამბულატორიები. ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-ფონა-ჩუმათელეთის 50 კილომეტრიანი გზის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც ასევე 2020 წელს დასრულდება. სახელმწიფო რწმუნებულმა პროექტების შესრულების ხარისხსა და ვადებზე გაამახვილა ყურადღება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0