ზვიად შალამბერიძე მუნიციპალიტეტის მერებსა და იმერეთში ტურიზმის განვითარების სფეროში მომუშავე ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა

29/08/2019

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი დღეს მუნიციპალიტეტის მერებსა და იმერეთში ტურიზმის განვითარების სფეროში მომუშავე ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე რეგიონული განვითარების ფონდის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაცია განიხილეს, რომლის მიხედვითაც ქუთაისის ტურიზმის ცენტრი იმერეთის ტურიზმის მართვის ცენტრის სტატუსით გააგრძელებს მუშაობას (დმო) რაც საერთაშორისო სტანდარტის ნორმებს სრულად დააკმაყოფილებს. ასევე, აღნიშნული ორგანიზაციის მიმდინარე და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
დღესვე შეიქმნა მრჩეველთა საკონსულტაციო საბჭო, რომელიც საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებით იქნება დაკომპლექტებული. საბჭოს წევრები შეიმუშავებენ რეკომენდაციებს, რომელიც იმერეთში ტურიზმის განვითარებას ხელს შეუწყობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0