გარემოს მდგრადობა და ცირკულალური ეკონომიკა – საკითხის შესახებ ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP Georgia) ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში იმსჯელეს. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, 12-ვე მუნიციპალიტეტის მერმა, ევროკავშირისა და გაეროს წარმომადგენლებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომელიც ითვალისწინებს იმერეთის მხარეში ნარჩენების მართვის, სეპარაციისა და გადამუშავების გასაუმჯობესებლად კერძო და საჯარო სექტორებს შორის პარტნიორობის მდგრადი სისტემის ჩამოყალიბებას. სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში მოქმედი და მოსალონდელი რეგულაციები ნარჩენების მართვის მიმართულებით. ხელმომწერთა ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში დაიგეგმება ერთობლივი ღონისძიებები, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტებში ნარჩენების მართვის, სეპარაციისა და გადამუშავების გაუმჯობესებას.
ზვიად შალამბერიძემ, 12-ვე მუნიციპალიტეტის მერმა, ევროკავშირისა და გაეროს წარმომადგენლებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
04/04/2023