სტაროსელსკის ქუჩაზე ავტოსაგზაო მარეგულირებელი წრე და სკვერი მოეწყობა. ქალაქის ცენტრალური შემოსასვლელის (ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორია) ინფრასტრუქტურა გამყოფი ზოლის მოწესრიგებას და მარეგულირებელი წრის კეთილმოწყობას ითვალისწინებს. დაგეგმილია განათების სისტემის დამონტაჟება. სკვერი ასევე სხვადასხვა სახეობის დეკორატიული მცენარეებით გამწვანდება. პროექტი 105 000 ლარით არის დაფინანსებული. კეთილმოწყობის სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის თანადაფინანსებას ახდენს მუნიციპალიტეტი. ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს „ინტერტექნოლოგი“ ახორციელებს. 2017 წლის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა, მუნიციპალიტეტში ერთდროულად რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობს. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების გარდა, რეაბილიტაცია უტარდება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს. წლის პროექტთა შორის, ასევე ზაქარიაძის ქუჩაზე (ცენტრალური ხიდიდან – ჩხეიძის ქუჩის ასახვევამდე) ტროტუარებისა და ბორდიურების მოწყობა დაიწყო.
ზესტაფონში სტაროსელსკის ქუჩაზე ავტოსაგზაო მარეგულირებელი წრე მოეწყობა
04/10/2017