ზესტაფონში, სოფელ ქვედა საზანოში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა

29/01/2021

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სოფელ ქვედა საზანოში ახალი ბაღის მშენებლობა დაასრულა. ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ორსართულიანია და 50 აღსაზრდელზეა გათვლილი. საბავშვო ბაღში მოეწყო სათამაშო, სასადილო, სამზარეულო და საძინებელი ოთახები. დამონტაჟდა ცენტრალური გათბობა, აღიჭურვა ახალი ინვენტარით. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. პროექტის ფარგლებში, გარდა შიდა ინფრასტრუქტურისა, კეთილმოეწყო საბავშვო ბაღის ეზო. ახალი საბავშვო ბაღი, გარდა ზესტაფონის ოთხი სოფლისა, მეზობელი მუნიციპალიტეტის ორ სოფელსაც მოემსახურება. განახლებული ინფრასტრუქტურა იძლევა შესაძლებლობას ბავშვებმა განათლება საკუთარ სოფელში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ გარემოში მიიღონ. ბოლო პერიოდის განმავლობაში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, 6 ახალი საბავშვო ბაღი აშენდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0