ზესტაფონი ქართული ლირიული სიმღერის ფესტივალის „სულიკო 2016“ მასპინძელი იყო. სახალხო დღესასწაულში მონაწილეობას იმერეთის რეგიონის 7 მუნიციპალიტეტი იღებდა. ზესტაფონის სახელით ღონისძიებაზე კულტურისა და შემოქმედების ცენტრთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ ‘ზესტაფონის“ მომღერალთა ჯგუფი და კულტურის ცენტრთან არსებული ვაჟთა ვოკალური ტრიო წარსდგა. ჟიურის გადაწყვეტილებით ფესტივალის გრან პრი ინდივიდუალურ შემსრულებელს სალომე თედიაშვილს ხვდა წილად, რომელ ღონისძიებაზე ხარაგაულის სახელით გამოდიოდა. პირველი და მეორე ადგილები კი ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა გადაინაწილა. პირველი ადგილი კულტურის ცენტრთან არსებულ ვაჟთა ვოკალურ ტრიოს ერგო, ხოლო მესამე ადგილი „ზესტაფონის“ მომღერალთა ჯგუფს. ფესტივალის მესამე ადგილი სამტრედიის „იმედმა“ მოიპოვა. გამოვლინდნენ სხვადასხვა ნიმინაციებში გამარჯვებულებიც. ქალაქური სიმღერების ნომინაცია საჩხერის მუსიკალურ კოლექტივს, ოჯახური სიმღერების ნომინაცია კი ბაღდადის შემსრულებლებს მიენიჭა. ფესტივალის დამაარსებლის მამუკა ასლანიკაშვილის სახელობის პრიზი ქუთაისის მუსიკალურ კოლექტივს, ვარინკა წერეთლის სახელობის პრიზი კი თერჯოლის წარმომადგენლებს ერგო. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სახელობის პრიზი ხონის მუსიკალურ კოლექტივს გადაეცა. გამარჯვებულები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს. გრან პრის მფლობელს 900 ლარი, პირველ და მეორე ადგილზე გასულ მონაწილეებს 800 და 700, ხოლო მესამე ადგილზე გასულ მუსიკალურ კოლექტივს 600 ლარი გადაეცა. . ქართული სიმღერების ფესტივალს 80 – იან წლებში ჩაეყარა საფუძველი. „ვარინკობის“ დღესასწაულის აღნიშვნა „სულიკოს“ ავტორის ვარინკა წერეთლის ხსოვნის უკვდავსაყოფად იმართება.
ზესტაფონში სახალხო დღესასწაული „სულიკო 2016“ აღინიშნა
24/09/2016