ზესტაფონში, კვალითის დასახლებაში ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა – რეაბილიტაცია მიმდინარეობს. საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა, სანიაღვრე სისტემის მოწყობა, ტროტუარებისა და ბორდიურების მოწესრიგება, დეკორატიული განათების სისტემის დამონტაჟება, სკვერების მოწყობა – რეაბილიტაცია. მიმდინარე წლის ბოლომდე მუნიციპალიტეტი კვალითის დასახლებაში ყველა ამ პროექტს განახორციელებს. ახალი პროექტის მიხედვით უკვე დასრულდა მაღლაკელიძის ქუჩაზე მდებარე სტადიონის მოწყობა. დასახლებაში ახლა კეკელიძის ქუჩის საავტომობილო გზის (მარცხენა მხარე) რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის მიერ არის დაფინანსებული, რომლის ღირებულება 104 583 ლარს შეადგენს. მას შემდეგ რაც სანიაღვრე არხის მოწყობა დასრულდება, კეთილმოეწყობა ბორდიურები და ტროტუარები, გარე განათების სისტემა. სამუშაოებს შპს „ბორანი“ აწარმოებს.
ზესტაფონში, კვალითის დასახლებაში ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა – რეაბილიტაცია მიმდინარეობს
27/10/2017