ზესტაფონში, აღმაშენებლის ქუჩაზე საბავშვო, გასართობი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს

08/02/2020

ზესტაფონში, ქალაქის ცენტრში, აღმაშენებლის ქუჩაზე საბავშვო, გასართობი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს. სხვადასხვა სახეობის საბავშვო ატრაქციონების დასამონტაჟებლად, მოედანზე ასფალტის საფარი დაიგო, მოეწყო ბორდიურები, სათამაშო მოედანი სპეციალური საფარით დაიფარება. სათამაშო მოედნის მოსაწყობად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 54900 ლარი გამოიყო. სამუშაოებს შპს „ჯთ დიზაინ მეტალი“ ასრულებს. ატრაქციონების დამონტაჟების პროცესს, ზესტაფონის მერი, გიორგი გოგლიჩიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძე, მაჟორიტარი დეპუტატი, შალვა კიკნაველიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ადგილზე ეცნობოდნენ.

„ქალქის ცენტრში, კიდევ ერთი გასართობი სივრცე ეწყობა ბავშვებისთვის. ეს არის გარემო, სადაც შეუძლიათ მათ გაერთონ და მხიარულად გაატარონ დრო. საბავშვო ატრაქციონების მოწყობა, მუნიციპალიტეტმა რამდენიმე ლოკაციაზე განახორციელა. პროცესი მომავალშიც გაგრძელდება“, – აღნიშნა ზესტაფონის მერმა, გიორგი გოგლიჩიძემ.

საბავშვო ატრაქციონები გასულ წელს კულტურისა და დასვენების პარკში, ორ ლოკაციაზე დამონტაჟდა. დამონტაჟდა ასევე სპორტული ტრენაჟორებიც. სავარჯიშო ტრენაჟორები, ქალაქის მასშტაბით, 7 სხვადასხვა ადგილზე მოეწყო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0