ზესტაფონი – ბაღდათის საავტომობილო მონაკვეთზე ახალი ხიდი აშენდება

09/04/2016

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ–გუბერნატორ გივი ჭიჭინაძესა და პირველ მოადგილე პაატა ნადირაძესთან ერთად, ზესტაფონი – ბაღდათის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობის ახალი პროექტი განიხილეს. პროექტის მიხედვით მდინარე ყვირილაზე 115 მ. სიგრძისა და 11 მ. სიგანის (ორმხრივი ) ახლი ხიდის აგება იგეგმება, რომლის მშენებლობაც დაჩქარებული წესით დაიწყება. ხიდი სტრატეგიული მნიშვნელობისაა, მისი გამოყენება არა მარტო ბაღდათი – ზესტაფონი, არამედ შემოვლითი გზით სარგებლობის დროსაც იქნება შესაძლებელი.
ახალი ხიდის აგების შემდეგ ძველი ხიდის დემონტაჟი მოხდება. პროექტზე მუშაობა ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0