ქ. ზესტაფონის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობა გრძელდება. პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია: წყალმომარაგების ქსელის, მაგისტრალური მილის, აღრიცხვის კვანძის, სატუმბი სადგურის, ერთი ახალი რეზერვუარის მშენებლობა და არსებული რეზერვუარის რეაბილიტაცია. ამ ეტაპზე, ფიზიკური სამუშაოების 10% უკვე შესრულებულია. პროექტი 2024 წლის ბოლოს დასრულდება, რის შედეგადაც, ქ. ზესტაფონის ადგილობრივი მოსახლეობა 24 სთ-იანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. პროექტების დასრულების შემდეგ იმერეთის მოსახლეობის 90 000 მდე ბენეფიციარი 24 სთ-იანი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
ზესტაფონის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობა გრძელდება
30/05/2023