ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება

20/07/2017

23 და 24 ივლისს “კიბოს სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება. უფასო სამედიცინო მომსახურეობას მოქალაქეებს წმ. ნიკოლოზის ქირურგიისა და ონკოლოგიის ცენტრი გაუწევს, რომელიც ქუთაისში მდებარეობს. (ტრანსპორტირება უფასოა) პროგრამის ფარგლებში გამოკვლევები იწარმოებს :
ძუძუს კიბოს სკრინინგი 40 – 70 წლის ჩათვლით
საშვილოსნოს ყელის სკრინინგი 25 – 60 წლის ჩათვლით
პროსტატის კიბოს სკრინინგი 50 –70 წლის ჩათვლით
სწორი ნაწლავის სკრინინგი 50 – 70 წლის ჩათვლით
დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგ ტელ. ნომრებზე: 591 71 34 95; 591 71 34 96

Tweet about this on TwitterShare on Facebook0