ზესტაფონის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი სოფლის გაზიფიცირება მოხდა

03/04/2017

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი სოფლის გაზიფიცირება მოხდა. სოფელ ქვედა საზანოში ახლად აშენებული გაზსადენი ვიცე – პრემიერმა კახა კალაძემ, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ დირექტორმა ირაკლი ბენდელიანმა, „სოკარ ჯორჯია გაზი“ – ის დირექტორმა აზერ მამმედოვმა, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა ერთად დაათვალიერეს და სოფლის ცენტრში ჩირაღდანი აანთეს.
საზანოში გაზსადენის მშენებლობის სამუშაოები 2016 წლის აგვისტოს ბოლოს დაიწყო. პროექტის ფარგლებში 87 357 გრძივი მეტრის გაზსადენი ქსელის მშენებლობა განხორციელდა, რომელიც 1728 ოჯახის გაზმომარაგებას უზრუნველყოფს. 2 300 000 ლარის ღირებულების სამუშაოს შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კოპმანია“ ქვეკონტრაქტორ „კომფორტმშენ 21“ მეშვეობით ახორციელებდა.
ქვედა საზანოს გაზიფიცირება გარდამავალი პროექტია, რომელიც 2016 – 2017 წლებს მოიცავს. ქვედა საზანოსთან ერთად გარდამავალ პროექტში მოხვდა სოფელი მეორე სვირი, სადაც 1300 აბონენტი შეემატა ბუნებრივი აირით მომხმარებელთა რიცხვს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0