შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის სკოლის მოსწავლეებს სემინარი ჩაუტარდათ. სასემინარო თემას მოზაიკა წარმოადგენდა, რომლის თეორიული ნაწილის დასრულების შემდეგ მოსწავლეები პრაქტიკაში გაეცვნენ მოზაიკაზე მუშაობის სპეციფიკას. სემინარის პროცესს დაესწრო შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნუგზარ სამხარაძე.
“საინტერესო შეხვედრას უმასპინძლა ზერტის სკოლამ, მნიშვნელოვანია, რომ სკოლოს საგნების პარალელურად მოსწავლეებს საშუალება ჰქონდეთ სხვადასხვა საინტერესო მიმართულებებს გაეცნონ. სამხარეო ადმინისტრაცია მუდმივად მზადაა მსგავსი სახის შეხვედრებს მხარი დაუჭიროს და კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზებაშიც ჩაერთოს”- აღნიშნა ნუგზარ სამხარაძემ.
სემინარის ბოლოს, სკოლის მოსწავლეებს საჩუქრად წიგნები გადაეცათ.