ზემო წეროვნის გზა შენდება

23/08/2017

მცხეთის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სოფელში მისასვლელი თუ შიდა საუბნო გზების მშენებლობა. უახლოეს პერიოდში შეკეთდა და ასფალტის საფარი დაიგო სოფლებში – წეროვანი, მუხრანი, ვაზიანი, ქანდა და ციხისძირი.
სოფელ წეროვანში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით სამების ტაძრისკენ და ზემოთ, დაჩებისკენ მისასვლელი საუბნო გზის კეთილმოწყობა მიმდინარეობს.კეთდება სანიაღვეები გზის გარკვეულ მონაკვეთებზე, დაიგო ასფალტის საფარი, ზემო წეროვანში ზამთრის ყინვებში ძნელადმისადგომ ადგილებში ქვაფენილები იგება. ასევე, აღნიშნული გზის დასაწყისში, სადაც დიდი წვიმების შედეგად გზას ნიაღვრისგან საფრთხე დაემუქრა, მიმდინარეობს სანიაღვრე არხების მშენებლობა. პროექტს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,გაზამშენი 2“ (ხელმძღვანელი თ. დადუნეიშვილი) აწარმოებს, რომელმაც წეროვანში ახლადაშენებულ საბავშვო ბაღამდე მისასვლელი გზის მოასფალტების სამუშაოებიც განახორციელა. სოფელში მთლიანად რეაბილიტაცია ჩაუტარდა 17 583 მ2 სიგრძის გზას თავისი სანიაღვრე ქსელით. წეროვანში განხორციელებული გზების კეთილმოწყობაში მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მთლიანად 1 240 188 ლარი დაიხარჯება. აღნიშნული გზის მშენებლობა აგვისტოს ბოლომდე დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0