ზემო სარალში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

22/08/2017

შულავრის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ზემო სარალში შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა 1200 მეტრი სიგრძის არმირებული რკინა/ბეტონის გზის საფარი.
პროექტი ხორციელდება ადგილობრივი ბიუჯეტით, რომლის ღირებულებაც 292 500 ლარია.
პროექტის ფარგლებში დასაქმებულია 15 კაცი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0