დღეს ზემო მაჩხაანის კულტურის სახლის შენობაში კომპიუტერული სასწავლო ცენტრი გაიხსნა. ცენტრი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების ხელშეწყობით დაარსდა და უახლოესი კომპიუტერული ტექნიკით აღიჭურვა, რაც მაჩხაანის მოსახლეობას საშუალებას მისაცემს კომფორტულ გარემოში ისარგებლონ კომპიუტერული მომსახურებით და შეისწავლონ პროგრამები.
კომპიუტერული ცენტრის გახსნას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ჯავახიშვილი და გამგებელი ნიკოლოზ ჯანიაშვილი მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრნენ. მათ მაჩხაანელებს დღევანდელი დღე მიულოცეს და აღნიშნეს, რომ ინტერნეტთან წვდომა ადგილობრივ ახალგაზრდობას საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებაში დაეხმარება.
ზემო მაჩხაანში კომპიუტერული სასწავლო ცენტრი გაიხსნა
14/07/2016