ზემო არანისში სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობის პროცესი დაიწყო

17/06/2019

ჟინვალის ადმინისტრაციულ ერთეულის სოფელ ზემო არანისში, სასმელი წყლის ჭაბურღილისა და ქსელის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. მიმდინარე პროცესებს ადგილზე გაეცნო დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი თანიაშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ პროექტის დასრულების შემდეგ, სოფლის მოსახლეობა გაუმჯობესებული წყლის ხარისხითა და შესაბამისი წყალმომარაგებით ისარგებლებს. სოფელ ზემო არანისში მიმდინარე პროექტის ღირებულება 98 000 ლარია, ხოლო სამუშაოებს შპს “ბაბი XXI” ასრულებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0