ზაჰესის ხიდთან მისასვლელი გზის დაზიანება კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ“-ის მაგისტრალური წყალსადენი მილის დაზიანებამ გამოიწვია. ადგილზე მობილიზებულია კომპანიის შესაბამისი ჯგუფი, რომელიც სადიაგნოსტიკო სამუშაოებს აწარმოებს. ზაჰესის ხიდზე იმყოფება თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილიც.
მაგისტრალური წყალსადენის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები უკვე გადაკეტილია და მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ, დღესვე აღდგენითი სამუშაოები დაიწყება. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ“-ი აღადგენს გზის დაზიანებულ ნაწილსაც.
ზაჰესის ხიდთან მისასვლელი გზის ჩანგრევა მაგისტრალური წყალსადენი მილის დაზიანებამ გამოიწვია
22/09/2017