ქართული ოცნების“ დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც მან განაცხადა, ის პარლამენტს ტოვებს და შესაბამისი გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო ორგანოს მიმართავს.
„სამოქალაქო მშვიდობა და თანხმობა გაცილებით უფრო ღირებულია, ვიდრე პარლამენტის წევრის მანდატი“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.