დღეს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ სოფელ სუფსაში პარკი დაათვალიერა. სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. აღნიშნული პარკი გასულ წელს გაიხსნა. დაიგო ფილაქნები, დამონტაჟდა განათება, სკამები და ატრაქციონები, დაიდგა ფანჩატური. პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები გასული წლის სექტემბერში დაიწყო და დეკემბრის თვეში დასრულდა. პროექტის ღირებულებამ 212 777 ლარი შეადგინა.
როგორც ადგილობრივი რევაზ კვაჭაძე აცხადებს, აღნიშნულ ადგილზე ჭაობი იდგა და ჩაბნელებული იყო ეს ტერიტორია. ფაქტობრივად, გავლა შეუძლებელი იყო. დეკემბერში გაკეთდა ეს პროექტი, განათდა აქაურობა. მადლობელი ვართ ადგილობრივი ხელისუფლების, ჩვენს შვილებს ლამაზი გარემო შეუქმნა.
დღეს პარკი მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა დაასუფთავეს და ამიერიდან ყოველღიურად გაგრძელდება ეს პროცესი.
ზაზა ურუშაძემ სოფელ სუფსაში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა
14/06/2016