შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ გამართულ სამედიცინო ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენას დაესწრო. მინისტრის მოადგილე ღონისძიებაში მონაწილე სხვადასხვა კომპანიებისა და ქვეყნის წარმომადგენლებს გაესაუბრა და ორგანიზატორებთან ერთად ცენტრში წარმოდგენილ პროდუქციასა და შეთავაზებულ სერვისებს გაეცნო.
გამოფენაზე სხვადასხვა სამედიცინო აღჭურვილობები და ტექნოლოგიები იყო წარმოდგენილი.
„თბილისის ჯანდაცვის ფორუმში“ წელს 12 ქვეყანა და 60-მდე კომპანია მონაწილეობს.
ღონისძიება დღეს გაიხსნა და 28 ოქტომბერს დაიხურება.
#ჯანდაცვა2017
ზაზა სოფრომაძე საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ გამართულ სამედიცინო ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენას დაესწრო
26/10/2017