კასპის მუნიციპალიტეტში საბავშო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოები, მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ზაზა მარიდაშვილმა დაათვალიერა.
წელს, მუნიციპალიტეტში 11 საბავშო ბაღის რეაბილიტაცია განხორციელდება. მათ შორის 9 სოფელში: ხოვლე, ქვემო გომი, სასირეთი, თელიანი, სადგური მეტეხი, ეზატი, კავთისხევი, ახალციხე და ახალქალაქი. ასევე მოხდება ქალაქის #4 და #5 საბავშო ბაღების სრული რეაბილიტაცია, ჯამში 11 საბავშო ბაღზე 1 300 562 ლარი დაიხარჯება – აღნიშნა ზაზა მარიდაშვილმა.
ზაზა მარიდაშვილმა საბავშო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
22/06/2017