ზაზა ლომინაძე და ირაკლი მეძმარიაშვილი ქუთაისის თვითმმართველობის მიერ შემუშავებული სპორტის კონცეფციის პრეზენტაციას დაესწრნენ

Sunday October 29th, 2023

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი ქუთაისში, თვითმმართველობის მიერ შემუშავებული სპორტის კონცეფციის პრეზენტაციას დაესწრნენ.
პარლამენტის წევრებმა, სპორტის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს 2024-2030 წლებისთვის სპორტის პოლიტიკის დოკუმენტისა და 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმის განხილვაში, რომელზეც ქუთაისის მერიამ, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან ერთად, დაასრულა მუშაობა. სპორტის კონცეფცია კომიტეტმა საქართველოს პარლამენტში უკვე წარადგინა. პროექტი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ხელშეწყობით განხორციელდა. პარლამენტის წევრებთან და სპორტის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, დოკუმენტის განხილვაში მონაწილეობა ქუთაისის მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა მიიღო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0