ვმუშაობთ ორპარტიულ შეთანხმებაზე, რათა კოალიციამ თავისი ამოცანები წარმატებით შეასრულოს

03/03/2016

ძალიან მალე “რესპუბლიკურ პარტიასა” და პარტია “ქართულ ოცნებას” შორის ორპარტიულ შეთანხმებაზე მუშაობა დასრულდება, – ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა განაცხადა. უსუფაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საუბარი იყო საქმიანი და უკიდურესად კეთილგანწყობილი.

“ჩვენ კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ, რომ რესპუბლიკური პარტია” და პარტია “ქართული ოცნება” სტრატეგიული თანამშრომლობის რეჟიმში ვრჩებით. მეტიც, ძალიან მალე ჩვენ დავასრულებთ ორპარტიულ შეთანხმებაზე მუშაობას, რომელიც მიმართული იქნება მომავალზე იმისთვის, რომ კოალიციამ თავისი ამოცანები წარმატებით შეასრულოს არა მხოლოდ ამ საარჩევნო ციკლის განმავლობაში, არამედ მომავალშიც. ამ საკითხში პრემიერის და “რესპუბლიკური პარტიის” პოზიცია ძალიან მყარია. ჩვენ ვაგრძელებთ სტრატეგიულ თანამშრომლობას – სტრატეგიულს და არა ცალკეულ საკითხებზე, თემატურსა და მოკლევადიანს. ამასთანავე, “რესპუბლიკელებსა” და პარტია “ქართულ ოცნებას” შორის შეთანხმება დაზუსტდება”, – აღნიშნა უსუფაშვილმა.

ორპარტიულ შეთანხმებაზე შესაძლო გადასვლა ნიშნავს თუ არა იმას, რომ კოალიცია ახალ ფორმატზე გადადის, უსუფაშვილმა განაცხადა, რომ სიახლე ყველაფერს სჭირდება, მათ შორის კოალიციას.

“ჩვენ როცა ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილ კოალიციაში ერთად დავდექით, გვქონდა კონკრეტული ამოცანები – მაშინ ეს იყო რეჟიმის დასრულება. ეს მოვახერხეთ, დავასრულეთ. შემდგომი ოთხი წლის ერთობლივი საქმიანობა, სტრატეგიული პარტნიორობა კი ნიშნავს სამომავლოდ კიდევ უფრო მჭიდრო საქმიანობას”, – განმარტა უსუფაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0