ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქუტრებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე უნგრეთის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა და საქართველოში უნგრეთის ელჩს ვიქტორია ჰორვატსა და დამსწრე საზოგადოებას უნგრეთის „რესპუბლიკის დღე“ მიულოცა.
სახელმწიფო მინისტრმა საქართველოსა და უნგრეთს შორის წლების მანძილზე ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები, ვაჭრობის განვითარება და ხალხთა შორის კონტაქტები გაძლიერებულია. სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობაზე და ამ მხრივ, განსაკუთრებით გამოყო უნგრული ავიაკომპანიის “WizzAir”- ის საქმიანობა საქართველოში.
აღსანიშნავია, რომ 2017 წელს საქართველო-უნგრეთის დიპლომატიურ ურთიერთობებს 25 წელი უსრულდება.
ვიქტორ დოლიძე უნგრეთის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა
20/10/2017