ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე უკრაინაში, ქ.კიევში იმყოფება, სადაც, ამერიკის შეერთებული შტატების გერმანიის მარშალის ფონდის(The German Marshall Fund of the United States) „კიევის ტრანსატლანტიკურ დიალოგებში“ მონაწილეობს. სახელმწიფო მინისტრი სიტყვით გამოვიდა სესიაზე: „კიბერ და საინფორმაციო ომი-კონფლიქტთან გამკლავების ახალი გზები-კიბერ და საინფორმაციო საშუალებები“(Dealing with Conflict by Other Means — From Cyber to Information Warfare).
დისკუსიის მონაწილეებმა რეგიონსა და ზოგადად, მსოფლიოში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე, თანამედროვე გამოწვევებზე, არატრადიციული საფრთხეების იდენტიფიცერიბის მნიშვნელობასა და ბრძოლის საშუალებებზე იმსჯელეს.
საერთაშორისო კონფერენცია „კიევის ტრანსატლანტიკური დიალოგები“ 26-27 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების გერმანიის მარშალის ფონდის(The German Marshall Fund of the United States) ორგანიზებით გაიმართა. სამუშაო სესიები ჩეთემ ჰაუსის(Chatham House) წესებით ჩატარდა.
ვიქტორ დოლიძე „კიევის ტრანსატლანტიკურ დიალოგებში“ მონაწილეობს
27/10/2017