ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე უკრაინაში, ქ.კიევში იმყოფება, სადაც, 26-27 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების გერმანიის მარშალის ფონდის(The German Marshall Fund of the United States) „კიევის ტრანსატლანტიკურ დიალოგებში“ მიიღებს მონაწილეობას. სახელმწიფო მინისტრი მოხსენებით წარსდგება კონფერენციის სადისკუსიო სესიაზე: „კიბერ და საინფორმაციო ომი-კონფლიქტთან გამკლავების ახალი გზები-კიბერ და საინფორმაციო საშუალებები“(Dealing with Conflict by Other Means — From Cyber to Information Warfare). დისკუსიის მონაწილეები რეგიონსა და ზოგადად, მსოფლიოში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე, თანამედროვე გამოწვევებსა და არატრადიციულ საფრთხეებთან ბრძოლის საშუალებებზე იმსჯელებენ
ვიქტორ დოლიძე „კიევის ტრანსატლანტიკურ დიალოგებში“ მონაწილეობს
26/10/2017