არსებობს სადღაც ის ერთადერთი მეორე ნახევარი, რომელიც მას იღებს ისეთს, როგორიც არის ის სინამდვილეში. ზოდიაქოს ნიშნები სხვადასხვა ფსიქოტიპებად იყოფიან. შესაბამისად, მიწის სტიქიის ნიშნებს თავისი მსგავსი მიწისავე სტიქიის წარმომადგენლები შეიძლება მოეწონოთ, ცეცხლოვანებს კი ჰაერის ან ცეცხლის ნიშნები. ვის შეიძლება შეუყვარდეთ თავდავიწყებით ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე და ვისთან იპოვნით მარტივად საერთო ენას:
ვერძის ბავშვურობით, ოპტიმიზმითა და დინამიკურობით შეიძლება მშვილდოსანი მოიხიბლო მომენტალურად.
კუროს გრაციოზულობა, სიმშვიდე და გაწონასწორებული ხასიათი თხის რქას მალევე დაახვევს თავბრუს.
ტყუპის სისხარტითა და მოუსვენრობით აუცილებლად აღფრთოვანდება მერწყული.
კირჩხიბის ემოციური ბუნება და სენტიმენტები უსიტყვოდ შეიძლება გაიგოს მორიელმა.
ლომის ამაყი ხასიათი და დიდსულოვნება შეუმჩნეველი არ დარჩება სასწორს.
ქალწულის დახვეწილი მანერები და საიმედოობა აუცილებლად გაუჩენს სიმპათიას კუროს.
სასწორის თვალისმომჭრელ ღიმილს და ელეგანტურობას გვერდს გულგრილად ვერ აუვლის ტყუპი.
მორიელის სექსუალური შარმისა და ქარიზმის წინაშე აბსოლუტურად უძლურია ვერძი.
მშვილდოსნის თავქარიანი ხასიათი და ოპტიმიზმი უცებ დაატყვევებს კიბორჩხალას.
ხოლო თხის რქის რაციონალურობა და სიმშვიდე მოკლე ხანში მოხიბლავს ქალწულს.
მერწყულის ორიგინალურობითა და არაპროგნოზირებადი ხასიათით შეიძლება უმალ მოიხიბლოს სასწორი.
ხოლო თევზების თანამგრძნობი ბუნება და თავგანწირვის ნიჭი აუცილებლად მიიზიდავს ლომს.