ვისზეც არ უნდა იყოს კადრები გავრცელებული, აუცილებელია მისი გამოძიება

12/03/2016

ინტერნეტსივრცეში გუშინ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეჩანაწერების გავრცელების ფაქტს თბილისის მერი, დავით ნარმანია ეხმაურება. მერის განცხადებით, არ აქვს მნიშვნელობა კადრები ვის ეხებოდა, ეს ფაქტი გამოძიებული უნდა იყოს:

“ვისზეც არ უნდა იყოს კადრები გავრცელებული, აუცილებელია მისი გამოძიება. ნამდვილად მძიმეა და არასასურველი რამ არის და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. იქნება გამოძიებული აუცილებლად და აღიკვეთება ის, რომ მომავალში ასეთი რამ არ განმეორდეს”, _ განაცხადა დავით ნარმანიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0