ვირუსს ცალკე აღებული სახელმწიფო ვერ დაამარცხებს, ეს არის გლობალური კრიზისი

13/06/2020

ვირუსი არსად წასულა, არავის დაუმარცხებია, ვირუსს ცალკე აღებული სახელმწიფო ვერ დაამარცხებს, ეს არის გლობალური კრიზისი, მაგრამ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ვირუსის მართვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტებს ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ვირუსთან ბრძოლაში პასუხისმგებლობა თითოეულ მოქალაქეზეა გადანაწილებული.

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ეკონომიკური საქმიანობის გახსნასთან ერთად ქვეყანაში გაიზრდებოდა მობილობა, რასაც შესაძლოა, მოჰყოლოდა ინფიცირებულების რაოდენობის ზრდა. ამასთან ერთად, ვამბობდით, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ინფიცირების შემთხვევების სწრაფი გამოვლენა, სწრაფი და ეფექტური მკურნალობა და შემდგომ, ადამიანების ნორმალურ ეკონომიკურ ცხოვრებაში დაბრუნება. ეს არის ის, რასაც ჩვენ ადაპტაციას ვეძახით. ვირუსი არსად წასულა, არავის დაუმარცხებია. ვირუსს ცალკე აღებული სახელმწიფო ვერ დაამარცხებს, ეს არის გლობალური კრიზისი, მაგრამ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ვირუსის მართვა. ჩვენ უნდა ვისწავლოთ, როგორ ვუმკურნალოთ მოქალაქეებს, როგორ მივაკვლიოთ პირველწყაროს და ეს უნდა გადავლახოთ ისე, როგორც აქამდე მოვედით წარმატებულად, თუმცა, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ პასუხისმგებლობა თითოეულ მოქალაქეზეა გადანაწილებული”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0