ვინ იქნება მომავალ მთავრობაში ფინანსთა მინისტრი, ამას პრემიერი გადაწყვეტს

03/11/2016

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით, ვინ იქნება ახალ მთავრობაში ფინანსთა მინისტრი, ამას პრემიერი გადაწყვეტს.

“ნოდარ ხადური ახლა არის ფინანსთა მინისტრი და ვინ იქნება მომავალ მთავრობაში ფინანსთა მინისტრი, ამას პრემიერ-მინისტრი გადაწყვეტს, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

ამ კომენტარით ხადური გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა ფინანსთა მინისტრის პოსტზე ის დიმიტრი ქუმსიშვილმა შეცვალოს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0