გარანტიას გვაძლევენ, რომ ყველაზე გვიან შეიძლება, წლის ბოლოს გადაწყდეს ვიზალიბერალიზაციის საკითხი, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ბეჭდური და ონლაინ-მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, ვიზალიბერალიზაციის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
“ვერავითარ სუბიექტურს ვერ ვხედავ გარდა იმისა, რომ ევროპაში არის ის პრობლემები, რასაც ასახელებენ. ყველა ევროპელი პოლიტიკოსი გამოკვეთილად ამბობს, რომ საქართველომ თავისი ვალდებულებები პირნათლად შეასრულა. იმედი ვიქონიოთ, რომ სექტემბრამდე გადაწყდეს ეს საკითხი, თუ არადა გარანტიას გვაძლევენ, რომ ყველაზე გვიან შეიძლება წლის ბოლოს გადაწყდეს. საქართველო ამას იმსახურებს”, – განაცხადა ივანიშვილმა.