ვიზალიბერალიზაციის საკითხზე 20 ივნისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ

10/06/2016

საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხზე 20 ივნისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ. ამის შესახებ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ნიდერლანდების მიგრაციის მინისტრმა კლაას დიკჰოფმა ევროკავშირის მიგრაციის, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების საბჭოზე განაცხადა.
დიკჰოფის განმარტებით, მინისტერიალზე განიხილება „ევროკავშირის პოზიცია ვიზალიბერალიზაციის საგარეო ასპექტებთან მიმართებაში“.
მისი თქმით, ევროკავშირის ბევრი ქვეყანა მიიჩნევს, რომ ვიზალიბერალიზაციის დაწესებამდე აუცილებელია ე.წ. შეჩერების მექანიზმის შემოღება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0