საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი მის წინააღმდეგ არსებულ ფარულ მასალებთან დაკავშირებით დამატებით დეტალებს ასაჯაროებს. როგორც პაპუაშვილი განმარტავს, ვიდეომასალები, რომლის გასაჯაროებითაც მას ემუქერებიან, ინტიმური ცხოვრების კადრებს არ შეიცავს, ხოლო ფოტომასალის შინაარსის შესახებ მისთვის ცნობილი არ არის.
“თეა წულუკიანი ვერ იტანს იმას, რომ მე ვარ ამ თანამდებობაზე, დაუმორჩილებელი სტრუქტურის დაუმორჩილებელი თავმჯდომარე. ახლა გამჟღავნდა, გახსნა პირდაპირ ბრჭყალები. რაც შეეხება ვიდოემასალებს, ეს დაკავშირებულია იმასთან, თითქოს შეზარხოშებული რაღაც სიტყვებს ვხმარობ და მთლად ადეკვატურად არ ვიქცევი. არ არის ეს ინტიმური ცხოვრების კადრებთან დაკავშირებული. ფოტომასალები არ ვიცი ზუსტად რასთან იქნება დაკავშირებული, ყოველ შემთხვევაში რამე მაკომპრომეტირებელი ბუნებაში არ არსებობს”, – განაცხადა პაპუაშვილმა.