საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა ,,ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად ცოდნის ტრადიციას.
აღნიშნული ტრადიციის შენარჩუნების მიზნით 2016 წლის ივნისში გაიმართება ,,ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად მცოდნეთა კონკურსი, რაც ხელს შეუწყობს მრავალწლიანი ტრადიციის დაცვას და პოპულარიზაციას.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ 2016 წლის 1 ივნისამდე დარეგისტრირდნენ თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.
მისამართი: ერეკლე II-ის გამზირი #16, კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური, ან ელექტრონულ მისამართზე: telavis-kulturissamsaxuri@mail.ru.
საკონტაქტო ტელეფონი: 0350 27 23 08.
მხარდამჭერი ქალაქ თელავის მერია
,,ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად ცოდნის ტრადიცია
23/03/2016