ტყიბულში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ლიტერატურულ კაფეში შოთა რუსთაველის 850 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა. ,,მზიანი ღამის” კლუბის წევრებმა ლიტერატურული კომპოზიცია ,,ვეფხისტყაოსანი“-სიყვარულის ფილოსოფია” წარმოადგინეს.
ღონისძიებას ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი რობიზონ გვენეტაძე და ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ადამიანი გაჭირვებაში“ (PIN)-ს წარმომადგენლები დაესწრნენ. საპატიო სტუმრად მოწვეულნი იყვნენ ორპირელი პედაგოგი ანრო ცირეკიძე, რომელიც ,,ვეფხისტყაოსნის” ზეპირად მცოდნეა და მრავალგზის გამარჯვებულია შესაბამის კონკურსში და ტყიბულელი ქალბატონი ლამარა ბერიანიძე, რომელსაც პოემა თავისი სურვილით აქვს გადაწერილი და წიგნად შეკრული. საპატიო სტუმრებს ძალზედ თბილად შეხვდა დამსწრე საზოგადოება, განსაკუთრებული ყურადღბა მათ მიმართ მუნიციპალიტეტის გამგებელმა რობიზონ გვენეტაძემ გამოიჩინა. ლიტერატურულ საღამოს ,,მზიანი ღამის” ბევრი გულშმატკივარი დაესწრო და თუ აპლოდისმენტებით ვიმსჯელებთ, წარმოდგენა წარმატებული იყო.
ლიტერატურული კაფეს ხელმძღვანელებმა თენგიზ გაგოშიძემ და დიანა ტურძილაძემ კიდევ ერთი ორიგინალური და თბილი საღამო აჩუქეს თანაქალაქელებს,ხოლო ტყიბულელმა ბავშვებმა კიდევ ერთხელ გამოავლინეს შესაშური თეატრალურობა და იმპროვიზაციის ნიჭი…
,,ვეფხისტყაოსანი“-სიყვარულის ფილოსოფია”
07/06/2016