ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და კლინიკა ,,ლანცეტს” შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმად, ამიერიდან ვეტერანებს შეეძლებათ, სამედიცინო სერვისები მიიღონ ბევრად უფრო კომფორტულ გარემოში. როგორც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ირაკლი შიხიაშვილმა განაცხადა, ვეტერანებს ექნებათ სამედიცინო მომსახურეობის საუკეთესო პირობები.
“ისინი წლობით იყვნენ ამას მოკლებულნი. დღეს შესაძლებელი გახდა, ჩაიტარონ მაღალტექნოლოგიური გამოკვლევები ერთ სივრცეში. ყველა ის სამედიცინი სერვისი, რომელსაც მაღალი დონის მომსახურეობის სახით სთავაზობს კლინიკა ,,ლანცეტი”. ვეტერანს გაეწევა ყველა ის სამედიცინო დახმარება, რასაც არ ანაზღაურებს საყოველთაო დაზღვევა. არც ერთი ვეტერანი არ დარჩება სამედიცინო სერვისის გარეშე. კლინიკა ,,ლანცეტი” მზადაა, მიიღოს ვეტერანები და იზრუნოს მათზე. ამასთანავე დავძენთ, რომ ვეტერანთა ჰოსპიტლის ექიმებზე ზრუნვა ჩვენი მოვალეობა არ იყო, მაგრამ ვგრძნობდით მათ წინაშე მორალურ ვალდებულებას, რადგან ისინი წლობით ზრუნავდნენ და ფიქრობდნენ ვეტერანებზე, ბევრი ვეტერანის სიცოცხლე გადაარჩინეს და ყველაზე უკეთ მათ იციან, რა სახის სამედიცინო დახმარება სჭირდებათ მათ. მინდა ვუთხრა ყველას, რომ ამ ექიმებს დასაქმების პრობლემა არ ექნებათ, ,,ლანცეტი” მზადაა მათ მისაღებად”, – განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.