საფუძვლიანი ეჭვია, რომ კორცხელის ინციდენტი ინიცირებული იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისის თქმით, მისი ინფორმაციით, გამოძიება ჯერ დასრულებული არ არის, თუმცა საზოგადოებისთვის გარკვეულია და ფოტოებზეც კარგად ჩანს ვინ მიიტანა იქ ხელკეტები.
„ჩემი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ პირველ რიგში ხელისუფლებაა ვალდებული აღკვეთოს მსგავსი ღონისძიებები და პრევენციებიც გაატაროს, ვერ დავმალავთ იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ასეთი პროვოკაციების სპეციალისტი. მე არ მგონია, რომ ეს მოხდა ბუნებრივად, ძალიან დიდი და საფუძვლიანი ეჭვია, რომ ინიცირიებული იყო მათი მხრიდან“, – განაცხადა ივანიშვილმა.