ვერც ერთი ქვეყანა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, თუ იქ სიკვდილით დასჯა მოქმედებს

18/07/2016

აშშ და ევროკავშირის თურქეთს მოუწოდებენ, დაიცვას კანონის უზენაესობის პრინციპი.- ეს განცხადება აშშ-ის სახელწმიფო მდივანმა ჯონ კერიმ და ევროკომისარმა ფედერიკა მოგერინიმ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთეს. ფედერიკა მოგერინის თქმით, ევროკავშირი ხაზს უსვამს თურქეთში კანონის უზენაესობის მნიშვნელობას.

„თურქეთი პატივს უნდა სცემდეს დემოკრატიას, ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს. ვერც ერთი ქვეყანა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, თუ იქ სიკვდილით დასჯა მოქმედებს“, – განაცხადა მოგერინიმ.

თურქეთში დაკავებები ამ დრომდე გრძელდება. ქვეყანაში თითქმის 9 000 პოლიციელს მუშაობის უფლება შეუჩერდა, დაკავებულია 100-ზე მეტი გენერალი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0