ქართული მხარე ვარშავის სამიტიდან ელოდება, რომ არსებითი პაკეტი, რომელიც საქართველო-ნატოს დღის წესრიგშია, კიდევ უფრო გაღრმავდება და ახალ კონტურებს შეიძენს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ზვიად კვაჭანტირაძემ განუცხადა.
მისი აზრით, ვარშავის სამიტზე მაინც იქნება წინსვლა იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს წინსვლა და ის წარმატებები დაფიქსირდება, რომელსაც ქვეყანამ ნატო-სთან ინტეგრაციის კუთხით მიაღწია.
“ჩვენი ყველა პარტნიორი აღნიშნავს, რომ ჩვენი წარმატება და წინსვლა დაფიქსირებული იქნება. ველოდებით, რომ არსებითი პაკეტი, რომელიც არსებობს და დღის წესრიგშია, კიდევ უფრო გაღრმავდება და ახალ კონტურებს შეიძენს. თუ ვარშავის სამიტის შემდეგ ძალიან სწრაფი წინსვლაც დაგვიდგება, ეს არავის უნდა გაუკვირდეს“, – განაცხადა კვაჭანტირაძემ.