2014-2015 წლებში სოფელ ველისციხეში მოსახლეობისთვის წყლის ეფექტური მიწოდების უზრუნველსაყოფად მთელი რიგი ღონისძიებები გატარდა.
* 2014 წელს მდინარე ჭერმისხევში გამავალი წყლის მაგისტრალური მილისა და წყალშემკრების დამცავი ჯებირი აშენდა.
* ველისციხე-ყვარლის მაგისტრალზე მდებარე ჭასთან დაიდგა ორი 16 ტონიანი რეზერვუარი.
* ე.წ ოქროწყალის ჭაბურღილთან დაიდგა ორი 16 ტონიანი რეზერვუარი
* ე.წ რთველიაშვილის ჭაბურღილთან დაიდგა 16 ტონიანი რეზერვუარი, საიდანაც წყალი მიეწოდება სოფელ ველისციხის ერეკლე მეორის, ალაზნისა და თევდორე მღვდლის ქუჩებს.
* 16 ტონიანი რეზერვუარი დაიდგა სარაჯიშვილის ქუჩაზე.
* ე.წ სამჭედლოს უბანში არსებულ ჭასთან დაიდგა ორი 16 ტონიანი რეზერვუარი.
* 2013-2014 წლებში დავით აღმაშენებლის ქუჩაზე 1300 მეტრზე შეიცვალა ძველი წყალგაყვანილობა ახლით.
უკვე გამოცხადებულია ტენდერი და უახლოეს დღეებში გამოვლინდება ის კომპანია, რომელიც სოფელ ველისციხის წყლის სათავე-ნაგებობის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შეასრულებს.
ველისციხეში წყლის მიწოდების პრობლემა ეტაპობრივად გვარდება
22/08/2016